თავდასხმა პრაღაში

საგარეო: ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქეები გარდაცვლილებსა და დაშავებულებში არ არიან

პრაღის უნივერსიტეტისკენ მიმავალი სასწრაფოს მანქანა.
AP

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით პრაღაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის.

"დღეს, ქ. პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში  განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი:  +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე! 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან". - წერს უწყება.

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კარლზის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ადგილობრივი პოლიცია განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

პოლიციის უფროსის ცნობით, შეირაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა. მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ თავდამსხმელი, რომელიც ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა, სხვა ქვეყნებში მომხდარი მსგავსი შემთხვევებით იყო შთაგონებული.

კომენტარები