თავდასხმა პრაღაში

ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო

"დამწუხრებული ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო,  ჩემი გულითადი ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა." - წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელ X-ზე  პრაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კარლის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

თავდასხმას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც.

 "ჩემი ღრმა თანაგრძნობა პრაღაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. მე ასევე ვუსამძიმრებ ჩეხეთის რესპუბლიკის ხალხს და მთავრობას. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაზარალებულს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ამ გლოვის დროს". - წერს დარჩიაშვილი. სოციალურ ქსელ X-ზე. 

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კარლის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმას ბოლო ინფორმაციით 15 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.

კომენტარები