ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF-ის ძაღლმა ჩაიწერა სამი გაქცეული მძევლიდან ერთ-ერთის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა

Courtesy

ისრაელის თავდაცვის ძალების ძაღლმა სპეციალური მოწყობილობის დახმარებით ჩაწერა სამი გაქცეული ისრაელელი მძევლის ხმა, რომლებიც შველას ითხოვდნენ. ჩანაწერით დგინდება, რომ ჰამასის ტყვეობიდან გაქცეული სამი ტყვე ცდილობდა ისრაელის მხარისთვის ხმა მიეწვდინათ. 

ჩანაწერი 10 დეკემბრით თარიღდება, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ჰამასს შორის შეტაკებებში ჰამასის მებრძოლები დაიღუპნენ და ძაღლი ისრაელის ჯარისკაცებმა ერთ-ერთ შენობაში შეუშვეს. ძაღლი შენობაში ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს, თუმცა მალევე ისინი ისრაელის გოლანის ბრიგადის წევრებმა გაანადგურეს. გაქცეული მძევლები ხუთი დღის განმავლობაში ღაზის სექტორში იმალებოდნენ. როდესაც ისრაელის ძალებს მიუახლოვდნენ, ისინი ჰამასის ტერორისტებში აერიათ და ესროლეს. 

ხმის ჩანაწერი 18 დეკემბერს აღმოაჩინეს, სადაც ისმის ერთ-ერთი მძევლის, ალონ შამრიზის სიტყვები - "დაგვეხმარეთ". სხვა შენობებზე სამმა მძევალმა ივრითზე დაწერილი შეტყობინებები დატოვეს - "SOS, 3 მძევალი, გვიშველეთ".

კომენტარები