ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

პალესტინის ისლამური ჯიჰადი ორი ისრაელელი მძევლის ვიდეოს ავრცელებს

Screen grab/X

ტერორისტულმა ორგანიზაცია პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა თავის Telegram-ის ანგარიშზე ორი ისრაელელი ტყვის ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში მძევლები გადი მოსე და ელად კაცირი ისრაელის სახელმწიფოს მათ გასათავისუფლებად ყველაფრის გაკეთებას სთხოვს. 

"ჩვენ ვკვდებით ყოველ წუთში. ჩვენ გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ" - ამბობენ კაცები ვიდეოში. 

ისრაელის მხარის მტკიცებით, ორივე კაცთან შესამჩნევია სხეულის წონის მნიშვნელოვნად კლება. 

79 წლის გადი მოსე ფერმერია და ჰამასის ტერორისტებმა თავისი კიბუციდან 7 ოქტომბერს გაიტაცეს. 47 წლის ელად კაცირი ასევე ჰამასის ტერორისტებმა გაიტაცეს ასაკოვან დედასთან ერთად. კაცირის დედა ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გაცვლის შეთანხმების შედეგად გათავისუფლებულია. როგორც ცნობილია, ელად კაცირის მამა 7 ოქტომბრის თავდასხმისას ტერორისტებმა მოკლეს. 

კომენტარები