რუსეთი

რუსეთში დააკავეს ორი უსახლკარო, რომლებიც კენიის საელჩოში შეიპარნენ და ალკოჰოლი დალიეს

კენიის საელჩოს შენობა მოსკოვში
Tass

მოსკოვის პოლიციამ ორი უსახლკარო ადამიანი დააკავა, რომლებიც კენიის საელჩოს შენობაში შეიპარნენ და იქ სპირტიან სასმელებს სვამდნენ.

როგორც გამოცემა RG წერს ქალი და კაცი შენობაში ცენტრალური კარიდან შევიდნენ, შემდეგ მეორე სართულზე, სამზარეულოში ავიდნენ. პოლიციის თქმით ისინი ალკოჰოლურ სასმელებს სვამდნენ, ასევე ეწეოდნენ სიგარეტს.

დაკავებულებს სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები