ალექსეი ნავალნი

გაერო რუსეთისგან ალექსეი ნავალნის ადგილსამყოფელის გამხელას ითხოვს

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი რუსეთისგან ალექსეი ნავალნის ადგილსამყოფელის გამხელას ითხოვს. ინფორმაციას პოლიტიკოსის შტაბის წევრი მარია პევჩიხი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ნავალნის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ზომების მიღების შესახებ. დღეს მათ რუსეთის წარმომადგენლებს სთხოვეს, დაუყოვნებლივ მიეწოდებინათ ინფორმაცია ნავალნის ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ". – წერს პევჩიხი.

იმავე პოსტში პევჩიხი დებს გაეროს უფლებათა კომიტეტის დოკუმენტს, რომელიც მის სიტყვებს ადასტურებს.

ალექსეი ნავალნი 6 დეკემბრის შემდეგ არავის უნახავს. ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის ადვოკატები ლაპარაკობენ

6 და 7 დეკემბერს მე-6 კოლონიასთან მთელი დღე გაატარეს ნავალნის ადვოკატებმა, მათ კლიენტის მონახულების უფლება არ მისცეს.

8 დეკემბერს გაიმართა სასამართლო, რომელსაც ნავალნი ვირტუალურად უნდა დასწრებოდა. ვიდეოკავშირის არ ქონა ბადრაგმა კოლონიაში მომხდარ ავარიას დააბრალეს, რომლის შედეგადაც ელექტროენერგია გაითიშა.

11 დეკემბერს ოპოზიციონერი არ გამოჩნდა კიდევ ერთ სასამართლოზე. იმავე დღეს ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნი მე-6 კოლონიაში "აღარ იმყოფება".

კომენტარები