კანდიდატის სტატუსი

ბოკუჩავა: მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, ენმ ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს

ადამიანი, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირველმა ააფრიალა ევროკავშირის დროშა და თქვენ ხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არის, მისი გული აქ არის, ის ქართველ ხალხთან ერთად არის და ის ამ გამარჯვებასთან ერთად არის.

მე მჯერა რომ სწორედ მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს, მიაღწევს საბოლოო გამარჯვებას და ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

თქვა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ენმ-ს მიერ ორგანიზებულ,ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საზეიმო ღონისძიებაზე.

კომენტარები