ფულადი გზავნილები

15 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 292.7 მლნ აშშ დოლარი (792.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.8%-ით ნაკლებია 2022 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 25.74% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 75.34 მილიონი დოლარი, რაც 76.17%-ით ნაკლებია 2022 წლის ნოემბერთან შედარებით. 

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. რუსეთის ფედერაცია - $75.34 მლნ;
  2. იტალია - $42.80 მლნ;
  3. აშშ - $40.75 მლნ;
  4. გერმანია - $20.34 მლნ;
  5. საბერძნეთი - $20.11 მლნ;
  6. ისრაელი - $18.60 მლნ;
  7. ყაზახეთი - $18.13 მლნ;
  8. თურქეთი - $7.82 მლნ;
  9. ესპანეთი - $4.97 მლნ;
  10. საფრანგეთი - $4.51 მლნ;
  11. ირლანდია - $4.27 მლნ;
  12. აზერბაიჯანი - $3.55 მლნ;
  13. გაერთიანებული სამეფო - $3.04 მლნ
  14. ყირგიზეთი - $2.8 მლნ;
  15. პოლონეთი - $2.76 მლნ;

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით.

კომენტარები