კანდიდატის სტატუსი

დანიგანი: აშშ თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები - მაშასადამე, ევროპელები

გილოცავთ ყველა ქართველს!

დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთგულებას. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები - მაშასადამე, ევროპელები. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს გიჭერთ ამ გზაზე და გავაგრძელებთ მხარდაჭერას. 

თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები