უნგრეთი-უკრაინა

ორბანმა უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა

Olivier Matthys/EPA

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების შემდეგ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება დაბლოკა

"ღამის ცვლის შეჯამება: ვეტო უკრაინისთვის დამატებით ფულის გადაცემას" - დაწერა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).

ორბანის განცხადების მიხედვით, ევროკომისიაში უკრაინისთვის ევროკავშირისგან 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტის საკითხს 2024 წელს დაუბრუნდებიან შესაბამისი მომზადების შემდეგ. 

ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ თქვა, რომ უნგრეთთან ამ თემაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი სახელმწიფო მზადაა 2024 წლის დასაწყისში ეს საკითხი განიხილოს. 

14 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს ევროკომისიის რეკომენდაცია და მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარალებების დაწყების შესახებ. ამ გადაწყვეტილებსი მთავარი ოპონენტი ვიქტორ ორბანი იყო. 

კომენტარები