კანდიდატის სტატუსი

მდინარაძე: დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არის საცალფეხო ბილიკი

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არის საცალფეხო ბილიკი, ის ჩვენთვის ღირსების ფართო მაგისტრალია. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს იმას, რომ მათ გამოიჩინეს უდიდესი სიბრძნე, დაუდგნენ გვერდით საკუთარ ხელისუფლებას და ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით რომ ეს დღე დამდგარიყო ღირსებით, სიამაყით, შემართებით, სიმართლით, საქართველო დღეს უკვე ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანაა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

კომენტარები