რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღა არ იქნება – ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უყურებს სამხედრო თვითმფრინავებს ახტუბინსკში, ასტრახანის ჩრდილოეთით, 2019 წლის 14 მაისს.
MIKHAIL SVETLOV/GETTY IMAGES

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღა არ იქნება. ამის შესახებ პუტინმა დღეს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში კითხვებს უსვამენ.

"მობილიზაცია რისთვის? ასეთი საჭიროება არ არსებობს". - უპასუხა პუტინმა მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ დასმულ კითხვას.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სამხედრო სამსახურში 300 000-მდე ადამიანი გაიწვიეს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოქალაქეებს სთავაზობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების ნებაყოფლობით გაფორმებას.

ვლადიმირ პუტინის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით 486 000 ადამიანია მობილიზებული, მოხალისეების ჩათვლით კი ეს რიცხვი 500 000-ს აღწევს. მისი თქმით, უკრაინაში ფრონტის ხაზზე 244 000 მობილიზებული ჯარისკაცი იმყოფება.

კომენტარები