ტურიზმი

საქსტატი: III კვარტალში საქართველოში ადგილობრივმა ტურისტებმა 366 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს

georgicatravel.ge

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივმა ტურისტებმა 366 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს, რაც 5.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 11.9%-ით და 207.3 ლარი შეადგინა.

ხარჯების კატეგორიები:

  • საკვები და სასმელი - 112.1 მლნ ლარი;
  • საყიდლები - 108.5 მლნ ლარი;
  • ტრანსპორტი - 70.7 მლნ ლარი;
  • განთავსება - 34.4 მლნ ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 5.5 მლნ ლარი;
  • სხვა - 35.5 მლნ ლარი.

2023 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 9.2%-ით და 1.4 მლნ ლარით განისაზღვრა, ხოლო ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 20.1%-ით გაიზარდა და 1 766.7 ათასი ერთეული შეადგინა. 

საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტორების 37.2% თბილისის მცხოვრებია, 15.8%- იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ხოლო 9.1 % - ქვემო ქართლის რეგიონის. 

საქსტატის მონაცემებით, ამავე დროით პერიოდში ვიზიტების ყველაზე დიდი წილი მოდის იმერეთის რეგიონსა (საშუალოდ 368.7 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისზე (საშუალოდ 364.3 ათასი ვიზიტი თვეში).

კომენტარები