კანადა

კანადაში დააკავეს კაცი, რომელიც ხალხს სუიციდში ეხმარებოდა და ფოსტით საწამლავს უგზავნიდა

Alexandra Newbould/Canadian Press via AP

ონტარიოში 58 წლის კენეტ ლო დააკავეს, რომელიც ხალხს თვითმკვლელობაში ეხმარებოდა და ფოსტით საწამლავს უგზავნიდა. პოლიციის ინფორმაციით, კენეტ ლოს მეორე ხარისხის მკვლელობის 14 ბრალი დაუმტკიცდა

პოლიციის ინფორმაციით, კენეტ ლომ მხოლოდ კანადაში ნატრიუმის ნიტრიტის 160 შეკვრა გააგზავნა, ხოლო საზღვარგარეთ 40 ქვეყანაში საწამლავის დაახლოებით 1200 ამანათი. კანადური მედიის ცნობით, კენეტ ლო ნატრიუმის ნიტრიტს ძირითადად აგზავნიდა დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში, ირლანდიასას და გერმანიაში.  

მსხვერპლების ასაკი 16-დან 36 წლამდე იყო, თუმცა პოლიციის წარმომადგენელს მათი ვინაობები არ გაუსაჯაროვებია. ქალაქ ტორონტოს ოირკის ოლქის ინსპექტორმა საიმონ ჯეიმსმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პოლიციისთვის ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანის გარდაცვალებაში მიიღო მონაწილეობა კენედ ლომ კანადის საზღვრებს გარეთ. ჯეიმსის თქმით, ისინი აგრძელებენ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. 

კომენტარები