ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის თითქმის ერთი კვირაა ადვოკატები ვერ უკავშირდებიან

ალექსეი ნავალნი 6 დეკემბრის შემდეგ არავის უნახავს. ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის ადვოკატები ლაპარაკობენ

6 და 7 დეკემბერს მე-6 კოლონიასთან მთელი დღე გაატარეს ნავალნის ადვოკატებმა, მათ კლიენტის მონახულების უფლება არ მისცეს.

8 დეკემბერს გაიმართა სასამართლო, რომელსაც ნავალნი ვირტუალურად უნდა დასწრებოდა. ვიდეოკავშირის არ ქონა ბადრაგმა კოლონიაში მომხდარ ავარიას დააბრალეს, რომლის შედეგადაც ელექტროენერგია გაითიშა.

11 დეკემბერს ოპოზიციონერი არ გამოჩნდა კიდევ ერთ სასამართლოზე. იმავე დღეს ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნი მე-6 კოლონიაში "აღარ იმყოფება".

"ამ წუთას ადვოკატს მე-6 კოლონიაში უთხრეს, რომ ნავალნი მათთან აღარ ირიცხება. არც იმას ამბობენ თუ სად არის გადაყვანილი". – წერს პოლიტიკოსის პრესმდივანი კირა იარმიში.

კომენტარები