საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩატარდება

ვლადიმირ პუტინი 
Er.ru

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩატარდება.

"დღეს, 2023 წლის 11 დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების იმ რეგიონებში ჩატარების საკითხზე იმსჯელა, სადაც სამხედრო მდგომარეობაა გამოცხადებული. მსჯელობაში მონაწილეობდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ხელმძღვანელები.

ყველა მხარე მიიჩნევს, რომ ქვეყნის მეთაურის არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის აღნიშნულ სუბიექტებზე შესაძლებელია". – წერია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს ჩატარდება. 8 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოსტზე მეხუთედ იყრის კენჭს ვლადიმირ პუტინი.

ცოტა ხნით ადრე, პუტინმა ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში. ახალი წესები მედიისთვის კიდევ უფრო ართულებს არჩევნების გაშუქებას.

კომენტარები