საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში

ვლადიმირ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

ვლადიმირ პუტინის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მოქმედმა პრეზიდენტმა კრემლში, გმირების დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.

შესაბამისი თხოვნით პუტინს თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა არტემ ჟოგამ მიმართა. პრეზიდენტი თხოვნაზე თანხმობა განაცხადა.

პუტინის ამჟამინდელი უფლებამოსილებები 2024 წლის 7 მაისს სრულდება. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის ჩანიშნული.

ცოტა ხნით ადრე, პუტინმა ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში. ახალი წესები მედიისთვის კიდევ უფრო ართულებს არჩევნების გაშუქებას.

კომენტარები