ვლადიმირ პუტინმა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამოქმედდება.
საარჩევნო კოდექსში შესწორებები შეეხო რამდენიმე პუნქტს:
- საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც დარეგისტრირებული მედიების რედაქციებში ოფიციალურად მუშაობენ
- ფოტოს და ვიდეოს გადაღება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც "რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით აქვთ ამის უფლება". გადაღება არ უნდა არღვევდეს ხმის მიცემის საიდუმლოს და პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას.
- იკრძალება სამხედრო ბაზებზე არსებულ საარჩევნო უბნებზე ფოტოს ან ვიდეოს გადაღება. ამის უფლება მიენიჭებათ მხოლოდ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც გადაღებებს წინასწარ სამხედრო ნაწილის ადმინისტრაციასთან შეათანხმებენ.
- აიკრძალება ყველა აკრძალულ რესურსზე აგიტაცია
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების 2024 წლის მარტშია დაგეგმილი.
დამოუკიდებელი რუსული მედიის აზრით კანონში შეტანილი შესწორებები კიდევ უფრო გაართულებს არჩევნების ობიექტურად გაშუქებას.