ევროპული კინოაკადემია

ANATOMY OF A FALL-ის ტრიუმფი – ევროპული კინოაკადემიის გამარჯვებულები ცნობილია

კადრი ფილმიდან "Anatomy of A Fall"
Neon

ევროპულ ოსკარად წოდებული ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია.

ბერლინში გამართული დაჯილდოების ცერემონიის ტრიუმფატორი ჟუსტინ ტრიეს ფილმი Anatomy of A Fall გახდა. კანის კინოფესტივალის გამარჯვებულმა სურათმა ოთხი ჯილდო მიიღო.

საქართველოს ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე წელს ფილმ შაშვი შაშვი მაყვალში მთავარი როლის შემსრულებელი ეკა ჩავლეიშვილი იყო წარდგენილი. კატეგორიაში Anatomy of A Fall-ის ვარსკვლავმა სანდრა ჰიულერმა გაიმარჯვა.

2023 წლის ევროპული კინოაკადემიის გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო ფილმი

Anatomy of A Fall

საუკეთესო რეჟისორი

ჟუსტინ ტრიე, Anatomy of A Fall

საუკეთესო მსახიობი ქალი

სანდრა ჰიულერი, Anatomy of A Fall

საუკეთესო მსახიობი კაცი

მეს მიკელსენი, The Promised Land

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

Hardly Working

ახალგაზრდა ევროპელი მაყურებლის ჯილდო

Scrapper

საუკეთესო ანიმაცია

Robot Dreams

საუკეთესო სცენარი

ჟუსტინ ტრიე და არტურ ჰარარი, Anatomy of A Fall

FIPRESCI-ს ჯილდო

How To Have Sex

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

Smoke Sauna Sisterhood

საპატიო ჯილდოები გადაეცათ რეჟისორ ბელა ტარს და მსახიობ ვანესა რედგრეივს.

 

 

კომენტარები