გიორგი გახარია

გახარია გადადგომაზე: ივანიშვილმა შეთანხმება დაარღვია, პოლიტიკიდან არ წასულა, ჩრდილში დარჩა

პრემიერმინისტრობიდან ჩემი გადადგომის ფორმალური მიზეზი ნიკა მელიას დაკავების ფორმა იყო - იმის მიუხედავად, რომ ვთვლი, მელია დასაკავებელი იყო. უბრალოდ, ფორმის სწორი არჩევა იყო საჭირო [...] მაგრამ, მთავარი მიზეზი იყო - როცა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ოფიციალურად განუცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა და შესაბამისად, ეს ჩემსა და მას შორის გარკვეული შეთანხმება იყო [...] მელიას დაკავების დღის განმავლობაში, ეს შეთანხმება დაირღვა და ჩემთვის ეს საკმარისი იყო [...] სულ რამდენიმე კვირაში, ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადადგმული იყო არა პოლიტიკიდან წასასვლელად, არამედ, დასარჩენად [...] ნათელი გახდა, რომ ძალაუფლების დათმობას უკვე არავინ აღარ აპირებდა და ძალაუფლების შემდგომი შენარჩუნება ჩრდილიდან ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა [...]

როგორც კი პირველი საბაბი გამოჩნდა, რომელმაც ზუსტად ის დაადასტურა, რაზეც ვისაუბრე, მე გადავდექი, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა სახელმწიფოს მსახურებაა და ჩრდილში მყოფი ადამიანის როლი რაღაც ინტერესების დაკმაყოფილება ვერასოდეს ვერ იქნება [...] ივანიშვილი ვითომ წავიდა და ბნელი ოთახიდან აგრძელებდა.

თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ 2021 წელს მის მიერ პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

კომენტარები