ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 8 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოლნისის, ლერწმის, მანავის, მიხეილ აბრამიშვილის, სახალხოს, იუნკერთა, ჩოლოყაშვილის, იან პრიბილის, რთველაძის, ჩკალოვის, საექიმოს, მეგობრობის, შოთა ნადირაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, დირსიჭალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ვლადიმერ ლობჟანიძის, ნავთლუღის და სოლომონ დოდაშვილის  ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ქიზიყის, ენუქიძის, პეტრე სურგულაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

 "კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები