იტალია

სელფების გადაღების მცდელობისას ტურისტები გონდოლიდან ვენეციის არხში ჩაცვივდნენ (VIDEO)

სოციალური მედია

ვენეციაში გონდოლა მას შემდეგ გადაყირავდა, რაც ტურისტებმა გონდოლიერის გაფრთხილებები არ გაითვალისწინეს. გამოცემა The Guardian-ის თქმით, ჩინელი ტურისტების ჯგუფი გონდოლით მგზავრობისას ფეხზე იდგა და ე.წ. "სელფებს" იღებდა.

გონდოლა ხიდის ქვეშ გავლისას გადაყირავდა, რასაც მგზავრების მხრიდან ერთ ადგილზე დარჩენა სჭირდებოდა. მომხდარის შესახებ ვიდეო სოციალურ მედიაში გავრცელდა:

ინსტაგრამის ანგარიშის Venezia Non è Disneyland (ვენეცია დისნეილენდი არ არის) დაწერეს, რომ ტურისტების ჯგუფი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

კომენტარები