უკრაინა-უნგრეთი

ვიქტორ ორბანმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის გადადება მოითხოვა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი
REUTERS/Johanna Geron

4 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა. უკრაინის გაწევრიანების პროცედურების დაწყებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირმა დაახლოებით ერთ კვირაში უნდა მიიღოს. 

ვიქტორ ორბანმა ეს მოთხოვნა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლმ მიშელისამი მიწერილ წერილში გააჟღერა. ამ წერილში ასევე ნახსენები იყო, რომ საბჭომ 2024 წლის ბიუჯეტში არ უნდა გაითვალისწინოს უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი 50 მილიარდი ევრო. 

ვიქტორ ორბანი კვირების მანძილზე აჟღერებდა, რომ უკრაინა არ იყო მზად ევროკავშირის წევრობისთვის და ის არ უჭერდა მხარს უკრაინის ინტეგრაციისთვის რეკომენდაციის გაცემას. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად რეკომენდაცია გასცა. საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა 15 დეკემბერს უნდა მიიღოს და მას ევროკავშირის ყველა წევრის, მათ შორის უნგრეთის, თანხმობაც სჭირდება. 

კომენტარები