გაწერილი გეგმის ფარგლებში და ახალი, 9 რეკომენდაციის შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალიან მალე, 2024 წლის ბოლოს დასაბუთებული პრეტენზია გვქონდეს იმაზე, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდებით [...] ახლა მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს, რომ ოპოზიციამ ენას კბილი დააჭიროს - და კიდევ, სხვა თანამდებობის პირებმა, რომლებიც მავნებლობენ [...] ეს ხალხი წყობიდანაა გამოსული. სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, დაჭყვიტინებენ, რომ იქნებ, რამენაირად, ამ ბოლო 9 დღეში ჩვენი ევროპული მისწრაფება დააზიანონ, თუმცა, ვფიქრობ, ფეხი არ ჩაეტევათ. ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, ვისთან უნდა ითანამშრომლონ - ქართული ოცნების ხელისუფლება რეგიონში სტაბილური მოკავშირეა.
tbl.ge/6mic
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ. 15 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გამოცხადდება.
8 ნოემბერს ევროკომისიამ 9 დათქმით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
ქართული ოცნებაბექა ოდიშარიასაქართველოს ოპოზიციაკანდიდატის სტატუსიევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისაქართველო-ევროკავშირი
ამავე თემაზე
- კობახიძე: მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ EU-ს ცხრა მოთხოვნა
- კირკიტაძე: შეხვედრაზე გვიმტკიცებდნენ, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე მაგარ საქმეს აკეთებენ
- ხვიჩია: 3 პუნქტი გავიარეთ - იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი ღირდა თუ არა დილის 7 საათზე ადგომა
- ნაცვლიშვილი: ლელო ხვალ წარადგენს გეგმას, როგორ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას 1 წელში
- "იმედი მაქვს, ნაყოფიერი იქნება" - პარლამენტში 9 პუნქტზე პირველი შეხვედრა დაიწყო