ნებისმიერი პროექტი, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც საქართველოს უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის რუსეთზე ეკონომიკურად, განსაკუთრებით დღეს, როცა დასავლეთი დაგვიანებით მაგრამ ცდილობს პუტინის რუსეთის იზოლაციას, არის პირდაპირ მიმართული ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ჩვენ მოგვათავსებს ამ დაპირისპირების, თავისუფალ სამყაროსა და რუსეთსა და ტირანიებს შორის, მეორე მხარეს. ანუ მარტოებს დაგვტოვებს რუსეთისა და ტირანიების პირისპირ და ეს არის პირდაპირი საფრთხე, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც. ამიტომ, არავინ უნდა მოვტყუვდეთ იმით, რომ თითქოს ეს დაახლოება ჩვენ გვიცავს რუსული აგრესიისგან. პირიქით, ნებისმიერი "დაახლოება" დღეს დაუცველებს გვტოვებს რუსეთის აგრესიის პირისპირ.
ევროპული საქართველო
ბოკერია: პროექტი, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულებას გაზრდის, ეწინააღმდეგება ჩვენ ინტერესებს
tbl.ge/6mhm
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება ინგუშეთში რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომის ჩატარებას. როგორც ინგუშეთის რესპუბლიკის ადგილობრივი მთავრობის განცხადებაში ირწმუნებიან, შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებებისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ორივე ქვეყნიდან.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




