გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი დეგრადირებული, გაქსუებული პოლიტიკოსი. პოლიტიკოსსაც ვერ ვუწოდებ. შეურაცხყოფა იქნებოდა ამ სტატუსის მქონე ადამიანების მიმართ. ამ ადამიანს ჰგონია, რომ ისევ ის წლებია, როდესაც ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ. გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც ეს ადამიანი იუსტიციის სამინისტროში „მოღვაწეობდა“. ის ჩარჩენილია წარსულში. არ ვიცი, ადამიანმა როგორ უნდა იკადროს ასეთი ტყუილის თქმა. გამოვიდა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ თითქოს თბილისის მერია არ ითვალისწინებს უცხოელი კონსულტანტების მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, თუ რა სქემებით უნდა რეაბილიტირდეს ქუჩები, როგორ უნდა იმოძრაოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და ა.შ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და აბსურდი.
tbl.ge/6mh1
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომ საავტობუსო ზოლების გაყვანისას თბილისის მერიამ კომპანია "სისტრას" რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.
ამავე თემაზე
- ტაბულას უთხრეს, რომ კალაძე დუბაიში "ჩარჩა", მერიაში არ იციან – სადაა
- კალაძე: თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი ჭორებით ავრცელებენ, ეს მე ვერაფერს დამაკლებს
- კალაძე: ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას
- ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნისკენ გზაზე გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი
- კალაძე: ვერ ნახავთ ფაქტს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, ვარ შემდგარი ადამიანი




