ისრაელის ომი ტერორიზმთან

ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზაში გაეროს ჰუმანიტარული პროგრამის ყუთებში რაკეტები იპოვეს

Israel Defense Forces

The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში რაკეტები გაეროს პალესტინელი ლტოლვილების და ახლო აღმოსავლეთის ჰუმანიტარული პროგრამის სიმბოლოიან ყუთებში იპოვეს. ჯარისკაცებმა ყუთები ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები რეზერვის 7007-ე ბატალიონმა იპოვა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ყუთების ქვეშ კიდევ ათეულობით ჭურვი და შეიარაღების ნაწილი იყო დამალული.

ამ ყუთებისგან დამოუკიდებლად, 414-ე საბრძოლო სადაზვერვო ერთეულმა ჩრდილოეთ ღაზაში ჭურვები, იარაღის ნაწილები და რაკეტები ერთ-ერთი სახლში, ბავშვის საძინებელში იპოვა.

კომენტარები