ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი: ჰამასის მიერ ზავის დარღვევის შემდეგ, ღაზის სექტორში 200 სამიზნე დაიბომბა

ისრაელის იერიში ღაზის სექტორში, 2023 წლის 11 ოქტომბერი
Ali Jadallah/Anadolu Agency

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰამასის მიერ ზავის დარღვევის შემდეგ, მიმდინარე დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ჰამასის 200 სამიზნე დაიბომბა.

IDF-ის ცნობით, ისრაელის არმიის სამიზნე გახდა ღაზის სექტორის ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ რაიონები. მათი თქმით, საჰაერო ოპერაციის პარალელურად, სახმელეთო ჯარებმა სტრუქტურები, გვირაბის შახტები, რაკეტის გაშვების პუნქტები და ჰამასის სხვა ინფრასტრუქტურა დაანგრიეს.

გარდა ამისა, ღაზაში დარტყმები განახორციელეს ისრაელის საზღვაო ძალების სამხედრო სარაკეტო გემებმა, ტანკებმა და არტილერიამ.

ამავდროულად, ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქების მიმართულებით ღაზის სექტორიდან 50-მდე რაკეტა გაისროლეს.

კომენტარები