კრიმინალი

ურთიერთშელაპარაკებისას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა – შსს-მ წალკაში 1 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წალკის მუნიციპალიტეტში 1 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1976 წელს დაბადებულმა ვ.ვ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1970 წელს დაბადებულ ე.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ვ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (გაზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს. მუხლი 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები