მიხეილ სააკაშვილი

ზავრადაშვილი: ოცნების პირობებში, ადამიანი სრულად განიკურნა დემენციისა და კახექსიისგან

მინდა, დავიწყო მედიცინის სფეროში ჩვენი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევით, რაც მსოფლიოს ვერცერთმა სამედიცინო სისტემამ დღემდე ვერ შეძლო. ქართული ოცნების პირობებში, თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ კლინიკაში, ადამიანი სრულად განიკურნა დემენციისგან, მძიმე მეტალებით მოწამვლისგან, კახექსიისგან და რამდენიმე ათეული სხვა უმძიმესი დაავადებისგან. მედიცინამ შეუძლებელი შეძლო და ეს პიროვნება განკურნა, თან ისე, რომ ის კლინიკიდან პარტიას ბრძანებებს აძლევს. რასაკვირველია, ეს ხუმრობით. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრის დროს.

კომენტარები