რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: გავანადგურეთ 16 უკრაინული დრონი

უკრაინელი სამხედრო ამზადებს დრონს, რათა რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღება და საჰაერო თავდაცვის ობიექტები აღმოაჩინოს.
The New York Times

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით 24 ნოემბერს ჩამოგდებულია 16 უკრაინული დრონი.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 13 უპილოტო საფრენი აპარატი ყირიმის თავზე, ხოლო 3 ვოლგოგრაფის ოლქში გაანადგურეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეტევას "ტერორისტული" უწოდა.

იმავე ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 4 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

კომენტარები