ენმ

ვაშაძე: წამოვდგეთ ფეხზე და ყველამ ერთად ვთქვათ: თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!

სიმბოლურია, რომ ამ დღეს, სწორედ ამ დღეს, მრავალტანჯულმა საქართველომ ოცი წლის წინ მოიპოვა დიდი გამარჯვება ბოროტების იმპერიაზე, გაიმარჯვა სინათლემ სიბნელეზე, გიმარჯვა სიკეთემ ბოროტებაზე და მიხეილ სააკაშვილთან ერთად ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი გამარჯვება იზეიმა. ეს არის ფუნდამენტი ჩვენი მომავლის.

მეგობრებო, აქედან წამოვდგეთ ფეხზე და ყველამ ერთად ვთქვათ თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!

გამარჯვება საქართველოს! დიდება გმირებს! დიდება ჩვენს ერთიანობას!

მიშა, გვიყურებ ეხლა და შენთან ერთად მთელი საქართველო აუცილებლად გავიმარჯვებთ!

თქვა გიორგი ვაშაძემ ენმ-ს ღონისძიებაზე, რომელიც "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს ეძღვნება. 

კომენტარები