უბედური შემთხვევა

ჭიათურაში სამშენებლო ფილა ჩამოვარდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა

ჭიათურაში, ერთ-ერთი კერძო ობიექტის სარემონტო სამუშაოების დროს, სამშენებლო ფილა ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 1 პირი კი დაშავდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები