საქართველო-რუსეთი

კალაძე: ქართული პროდუქტი შევზღუდოთ და რუსულ ბაზარზე არ გავიტანოთ, რატომ?

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება იცით, რომ ისევ და ისევ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არ და ვერ ვუერთდებით. კვლავაც ვიცავთ მოსახლეობისა და ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის ეს დამოკიდებულება გვექნება. ისეთ შემთხვევებში, რომელიც, შეიძლება, პრობლემა იყოს და საერთაშორისო დონეზე გარკვეულ საფრთხეებს წარმოადგენდეს - თუნდაც, იგივე, სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა და ა.შ. აქ ყველანაირად ვთანამშრომლობთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

მაგრამ, ახლა საქართველოში ტურისტი არ ჩამოვიდეს, ფული არ დახარჯოს და ვთქვათ, მაგალითად, ქართული, საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი შევზღუდოთ და თუნდაც, რუსულ ბაზარზე არ გავიტანოთ, რატომ? ეს ყველაფერი რატომ უნდა შეიზღუდოს? ამით ვის ვზღუდავთ? საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში. 

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

კომენტარები