ფინეთი რუსეთის საზღვარზე დარჩენილ ოთხივე სასაზღვრო გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა IltaLehti საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს. სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვა 22 ნოემბრის ღამეს იგეგმება.
რუსეთისა და ფინეთის საზღვარზე სულ 9 სასაზღვრო გამშვები პუნქტია. 16 ნოემბერს ფინეთმა 4 პუნქტი დახურა, მთავრობის განმარტებით საზღვრის გადაკვეთის შემდეგ რუსები მასიურად თავშესაფარს ითხოვენ. 18 ნოემბრის საღამოს ცნობილი გახდა, კიდევ ერთი გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ.
ფინეთის მხრიდან ასევე გამოითქვა ეჭვი, რომ მიგრანტების შემოდინებას რუსეთი უწყობს ხელს. დღევანდელ სიტუაციას 2021 წლის ბელარუსი-ევროკავშირის სასაზღვრო კრიზისს ადარებენ.
რუსეთის საგარეო სამინისტრომ მიგრანტების გადაადგილებაში მოსკოვის ჩართულობის დაშვებას "ძალიან უცნაური" უწოდა.
პირველი გამშვები პუნქტების ჩაკეტვას ასევე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება "ღრმა მწუხარების გარდა, არაფერს იწვევს".