ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

მთავარი არხი

მთავარი არხის დამფუძნებელ ნიკა გვარამიას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ - Committee to Protect Journalists) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადასცა. 

"მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების მკვეთრი გაუარესების პირობებში, წლევანდელი ჯილდოს მფლობელები განაგრძობენ ახალი ამბების გაშუქებას მთავრობის დარბევის, გატაცებების, გადასახლებისა და მათი საქმიანობის მზარდი კრიმინალიზაციის ფონზე, რაც მხარს უჭერს დამოუკიდებელი გაშუქების მნიშვნელობას ამ კრიტიკულ მომენტში" – ნათქვამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაში.

"პრესაზე თავდასხმები იზრდება, თუმცა ჟურნალისტები აგრძელებენ აქტიურობას და აშუქებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს, რომლებიც ყველას გვაძლიერებს", – თქვა CPJ-ის პრეზიდენტმა ჯოდი გინსბერგმა - "ჩვენი პატივია წარვადგინოთ წელს დაჯილდოებულები: შესანიშნავი რეპორტიორები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ კორუფციის, ძალადობისა და არასწორი ქმედებების გამოსავლენად, მიუხედავად მათი გაჩუმების დიდი მცდელობისა".

წელს პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ოთხ ჟურნალისტს გადასცა: ნიკა გვარამია, ფერდინანდ აიტე, Shahina K. K. , მარია ტერესა მონტანო. 

კომენტარები