ყაზახეთი

ყაზახეთში რუსული სამთავრობო მედია SPUTNIK24-ის საიტი დაიბლოკა

Befunky

ყაზახეთში რუსული სამთავრობო მედიის Sputnik24-ის საიტი დაიბლოკა.

საიტზე ახალი ამბების გარდა, ხელმისაწვდომი იყო რუსული სატელევიზიო არხები, მათ შორის სამთავრობო მედიები Россия 1, Россия 24, Первый канал, НТВ და Russia Today. დაბლოკვის ოფიციალურ მიზეზად სატელევიზიო არხების მაუწყებლობისთვის აუცილებელი ლიცენზიის არ ქონა სახელდება.

"ინფორმაციის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აწარმოებს ინფორმაციული ველის მონიტორინგს და იცავს ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობას. 

ინტერნეტის მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ ინტერნეტ-რესურსი Sputnik24.tv ყაზახეთის ტერიტორიაზე ავრცელებს უცხოურ არხებს, რომლებიც არ არის აღრიცხვაზე აყვანილი. სამინისტრომ მიმართა ინტერნეტ-რესურსს, მაგრამ პასუხი არ მიიღო, შესაბამისად მივიღეთ საიტის დაბლოკვის გადაწყვეტილება. 

თუ ინტერნეტ-რესურსი იმოქმედებს კანონის ფარგლებში, ბლოკი მოიხსნება". – წერია ყაზახეთის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებაში.

მიმდინარე წლის აგვისტოში ყაზახეთში ასევე დაიბლოკა რუსული ტელევიზიის Царьград-ის არხის საიტი, მიზეზი ექსტრემიზმის პროპაგანდა გახდა.

კომენტარები