რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიანსკში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ – ოლქის გუბერნატორი

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

18 ნოემბრის ღამით ბრიანსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი უნეცკის რაიონში ჩამოაგდეს. 

რუსული მხარის ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამასთან, ადგილზე მობილიზებულია ოპერატიული და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

14 ნოემბრის დილით რუსეთში, ტამბოვის ქარხანას დრონი დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთ-ერთი საამქროს სახურავი დაზიანდა.

კომენტარები