ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 21 ნოემბრამდე - გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 18-19 ნოემბერს შედარებით გამოიდარებს და დასავლეთ საქართველოში დათბება, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 20 ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 17-19 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 20 ნოემბერს იწვემებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 17 ნოემბერს შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, 18-19 ნოემბერს გამოიდარებს და +17, +22 გრადუსამდე დათბება. 20 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18-19 ნოემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო 20 ნოემბერს კვლავ გაწვიმდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 17 ნოემბერს ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი. 18-19 ნოემბერს შედარებით გამოიდარებს და დღისით ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 20 ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 17 ნოემბერს დღის ბოლომდე შენარჩუნდება თოვლიანი ამინდი. 18-19 ნოემბერს გამოიდარებს, ხოლო 20 ნოემბერს თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 18-19 ნოემბერს გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 20 ნოემბერს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 17-18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 19 ნოემბერს მოიღრუბლება და ზოგან მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. 20 ნოემბერსაც იწვიმებს და დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 20 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი. 20 ნოემბერს გაწვიმდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 20 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 20 ნოემბერს თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი იქნება. 

კომენტარები