ქართული მაფია ესპანეთში

ესპანეთში პოლიციამ, FBI-მ და ინტერპოლმა ე.წ. ქართული მაფიის 30-ზე მეტი წევრი დააკავა

LAURA FÍGULS / ACN    

ესპანური მედიის ცნობით, ადგილობრივი პოლიციის, აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროსა (FBI) და ინტერპოლის მიერ ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ე.წ ქართული მაფიის 30-ზე მეტი წევრი დააკავა.

მათივე მითითებით, ქართული კრიმინალური ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა საცხოვრებელი სახლების ძარცვა და ფულის გათეთრება იყო.

სპეცოპერაციაში 350-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული, რომელთაც 30-ზე მეტი ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს ქალაქ ბარსელონასა და მის შემოგარენში.

ჩატარებულ ოპერაციას "Shodka" უწოდეს, რაც სლავური სიტყვაა და არყის თანხლებით წარმართულ მეგობრულ შეხვედრებს ნიშნავს. 

კომენტარები