ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

საუდის არაბეთმა დაგმო ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია ალ-შიფას საავადმყოფოში

Manuel Balce CENETA / POOL / AFP

საუდის არაბეთმა დაგმო ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია ღაზის სექტორში, კერძოდ ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსში და ის შეაფასა, როგორც "საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა". ამის შესახებ განცხადება საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

საუდის არაბეთმა ასევე დაგმო ჭურვების ჩამოგდება სხვა სამედიცინო დაწესებულებების სიახლოვეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისროს. 

ისრაელის თქმით, IDF-ი ზუსტ და დახვეწილ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს ალ-შიფას საავადმყოფოში, სადაც მიზანში მხოლოდ სამხედრო ტექნიკა და ჰამასის ტერორისტები არიან ამოღებულნი.

15 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოდან ამოღებული სხვადასხვა შეიარაღების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ, ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ-შიფას ჰოსპიტალს ჰამასი ერთ-ერთ სამხედრო სამეთაურო ცენტრად იყენებდა.

ისრაელი-ჰამასის ომამდე საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის აშშ-ს ძალისხმევით, ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი იყო დაწყებული. 

კომენტარები