რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 ნოემბრის ღამით ბრიანსკის ოლქში უკრაინის გაშვებული 2 დრონი, ხოლო ყირიმში - 3 გაანადგურეს.
გარდა ამისა, კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ უკრაინის მხრიდან თავდასხმების შედეგად დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაზიანებების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, მიმდინარეობს კარდაკარ ვიზიტები.
სტაროვოიტმა ასევე დაამატა, რომ ელექტროენერგია არ მიეწოდება მარტინივცისა და მეზობელ სოფლებს ჩერკასკე პორიჩნესა და კოზაჩა ლოკნიას.