IRI-ის კვლევა

ყველაზე მეტად ილია II, კალაძე და ზურაბიშვილი მოსწონთ – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის ყველაზე მაღალი მოწონება პატრიარქ ილია მეორეს აქვს (91%). მეორე ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძეა (52%), მას სალომე ზურაბიშვილი მოსდევს - 48%-ით, მეოთხე ადგილზე ირაკლი ღარიბაშვილია 43%-ით. მეხუთე-მეექვსე ადგილს კი, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იკავებენ - მათ გამოკითხულთა 36-36% ასახელებს.

კვლევის მიხედვით, ერთნაირად მოსწონთ (35-35%) ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. 33-33%-ს მოსწონს ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე, 31-31%-ს კი - ალეკო ელისაშვილი და ირაკლი კობახიძე.

კვლევა 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კომენტარები