რაც შეეხება პარლამენტის ყოფილი წევრების პენსიებს. ცვლილება აქაც არის. იცით, რომ ბიუჯეტს განვიხილავთ. დღეს არსებული სისტემა ასეთია - თუ არ ვცდები, ანაზღაურების 1/3 არის პარლამენტის ყოფილი წევრის პენსია. თუმცა, ჭერია დადგენილი 560 ლარის ოდენობით და ამის ზემოთ ვერ იქნება. ახლა კი ეს ზედა ზღვარი, ჭერი 1000-ლარამდე იცვლება. ანუ, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარი იქნება.
საქართველოს პარლამენტი
პაპუაშვილი: 2024 წლიდან პარლამენტის ყოფილი წევრის პენსია 560-ის ნაცვლად, 1 000 ლარი იქნება
tbl.ge/6lmt
დაკოპირდა

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც 2025 წლიდან დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხს პირველი მოსმენით განიხილავენ. ქართული ოცნების კანონპროექტით, პარლამენტარების შრომითი ანაზღაურება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 7 000-დან 8 500 ლარამდე იქნება.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




