ოკუპირებული ცხინვალი

მარიონეტული ცხინვალის თქმით, საქართველოში ნავთობის კონტრაბანდისთვის 4 პირი დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ინფორმაციით, დააკავეს ოთხი პირი, რომლებსაც ცხინვალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ნავთობი გადაჰქონდათ.

"მელიორაციის სისტემის ერთ-ერთ წყლის მილსადენში მათ დააყენეს პლასტმასის მილი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ზედაპირზე აქვს წვდომა". – წერია ოკუპირებული ცხინვალის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს აღნიშნული პირები 50 ტონამდე ნავთობს ტუმბავდნენ.

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა მოსახლეობას მოუწოდა,  დამატებითი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის სამსახურებს.

კომენტარები