ფინეთი

ფინეთის თქმით, რუსეთი არალეგალ მიგრანტებს ფინეთის საზღვრის გადაკვეთაში ეხმარება

AFP

ფინეთის პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთი არალეგალ მიგრანტებს ფინეთის საზღვრის გადაკვეთაში და შედეგად, ევროკავშირში არალეგალურად მოხვედრაში ეხმარება. პრემიერმინისტრმა, პეტერი ორპომ თქვა, რომ ზოგიერთ არალეგალ მიგრანტს რუსი სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები პირდაპირ დაეხმარნენ საზღვრის გადაკვეთაში. 

ფინეთის სასაზღვრო დაცვის თანამშრომელმა, მატი პიტკანიიტიმ თქვა, რომ ფინეთში რუსეთიდან არალეგალურად შესულ მიგრანტებს შორის არიან სირიის, ერაყის და იემენის მოქალაქეებიც, რომლებიც რუსეთში ლეგალურად იმყოფებოდნენ, თუმცა ევროკავშირში შესვლის უფლება არ ჰქონდათ. 

"ცხადია, რომ ამ ადამიანებს ეხმარებიან. რუსი მესაზღვრეები მოაცილებენ, მოჰყავთ საზღვრამდე და ეხმარებიან საზღვრის გადაკვეთაში" - თქვა ფინეთის პრემიერმინისტრმა პეტერი ორპომ. 

გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები, რომლებსაც ფინეთის ტერიტორიაზე გადასვლა სურთ, საზღვრამდე მანქანით მიდიან, ხოლო უშუალოდ საზღვრის მონაკვეთს ველოსიპედით ფარავენ. 

ფინესა და რუსეთს 1340 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვთ. ბოლო კვირაში რუსეთის მხრიდან ფინეთის მიმართულებით არალეგალი მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევები გახშირდა.

კომენტარები