ისტორიაში პირველად თვალის სრულად გადანერგვის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. თვალი ამერიკელ ვეტერანს ნიუ იორკში გადაუნერგეს. ექიმები ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ამბობენ, აღუდგება თუ არა ვეტერანს მხედველობა, თუმცა აღნიშნული ოპერაცია, ექიმების მტკიცებით, დიდი ნაბიჯია ქირურგიაში.
თვალის გადანერგვის პირველი ოპერაციით ვეტერანმა, 46 წლის აარონ ჯეიმსმა ისარგებლა, რომელმაც 2021 წელს სამსახურის დროს თვალი მაღალი ძაბვის დენის დარტყმის შედეგად დაკარგა. ოპერაცია 21 საათი გრძელდებოდა. 2023 წლის მაისში აარონ ჯეიმსმა სახის ნაწილობრვიი ტრანსპლანტის გადანერგვის ოპერაციაც ჩაიტარა, რათა თვალის გადანერგვა შესაძლებელი ყოფილიყო.
თვალის გადანერგვის ოპერაციაში 140-მდე სამედიცინო პერსონალი იყო ჩართული. აქამდე ქირურგებს რამდენჯერმე ჩაუტარებიათ რქოვანას გადანერგვის ოპერაციები.