Edison Research-ის კვლევა

Edison Research: მოსახლეობის 68%-ს ახალი პარტია ურჩევნია პარლამენტის მმართველის როლში

საქართველოს პარლამენტი

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.

კვლევაში კითხვაზე, გსურთ, რომ ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია (ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, 68%-მა დაასახელა ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში, ხოლო 32%-მა - ქართული ოცნება.

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევის შედეგების ცდომილება +/- 3%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები 2023 წლის 20 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კომენტარები