გაეროს საერთაშორისო სასამართლო

ისტორიაში პირველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელი არ იქნება

9 ნოემბერს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს წევრად რუსეთის წარმომადგენელი არ აირჩიეს. მის ნაცვლად ხმა მისცეს რუმინეთის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ბოგდან აურესკუს. 

ამბავს ყურადღება მიაქცია უკრაინელმა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლაი გნატოვსკიმ.

"აურესკუს არჩევა ნიშნავს იმას, რომ გაეროს ისტორიაში პირველად სასამართლოს წევრი არ გახდა საბჭოთა კავშირის/რუსეთის წარმომადგენელი. შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო სასამართლოში უსაფრთხოების საბჭოს რომელიმე წევრი არ არის მეორედ მოხდა (პირველად ეს დიდი ბრიტანეთი იყო, 2017 წელს)". – წერს გნატოვსკი.

გაეროს საერთაშორისო სასამართლო 15 მოსამართლით არის დაკომპლექტებული. 3 წელიწადში ერთხელ 5 ახალ მოსამართლეს ირჩევენ. თითოეული მოსამართლე გარკვეული რეგიონის ქვეყნების წარმომადგენელია.

გნატოვსკის დაკვირვებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

"გაერომ დაიწყო საკუთარი თავის გაწმენდა რუსეთის მავნე გავლენისგან".

კომენტარები