გაეროს საერთაშორისო სასამართლო

რატკო მლადიჩი ბალკანეთის ომის დროს ჩადენილ გენოციდში დამნაშავედ ცნეს

AP

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ყოფილი ბოსნიელი სერბი გენერალი რატკო მლადიჩი ბალკანეთის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამო გენოციდში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

74 წლის მლადიჩი სასამართლო სხდომის დარბაზიდან მოსამართლისათვის შეურაცხყოფის მიყენების გამო განაჩენის გამოტანამდე გაიყვანეს.

სასამართლომ განაჩენი 4 წლიანი პროცესის შემდეგ გამოიტანა, რომლის განმავლობაში ჩვენება 600-მდე მოწმემ მისცა.

რატკო მლადიჩი ბოსნიელი სერბების ძალებს 1992-დან 1996 წლებამდე მეთაურობდა. მას გენოციდის 2, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 5 და ომის კანონების და ჩვეულებების დარღვევის 4 ბრალდება ჰქონდა წაყენებული. გენოციდის ერთი ბრალდების გარდა სხვა ყველა შემთხვევაში მლადიჩი დამნაშავედ ცნეს.

კომენტარები